დღეს საგაზაფხულო ეტაპი იწყება

By თებერვალი 23, 2018Sport
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

7-8 მარტს ბათუმში, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე სტარტს აიღებს ყინულის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატის 2014/15 წლის სეზონის საგაზაფხულო ეტაპი და გაიმართება VII და VIII ტურის მატჩები.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებს, საიდანაც 3 თბილისური კლუბია („რუხი მგლები”, „ყინულის რაინდები”, „ცეცხლოვანი ჯვაროსნები”), ხოლო 1 ბაკურიანის („მიმინო”).

შაბათს, 7 მარტს მატჩები გაიმართება 18:00 საათსა („რუხი მგლები” თბილისი ვს. “ყინულის რაინდები” თბილისი) და 20:00 საათზე („ცეცლოვანი ჯვაროსნები” თბილისი ვს. „მიმინო” ბაკურიანი) ხოლო, კვირას, 8 მარტს, 10:00 საათზე თბილისის „რუხი მგლები” ბაკურიანის „მიმინოს” დამარცხებას შეეცდებიან, ხოლო 12:00 საათზე თბილისური დერბი გაიმართება – „ყინულის რაინდები” „ცეცხლოვანი ჯვაროსნების” წინააღმდეგ.

ზამთრის ეტაპის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილს ბაკურიანის „მიმინო” ლიდერობს, რომელსაც ექვს თამაშში ქულა არ დაუკარგავს.

18 მარტიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები წინასამსოფლიოჩემპიონატო შეკრებას გამართავს ბათუმში. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩები 2015 წლის 3-12 აპრილს გაიმართება თურქეთში, ქალაქ იზმირში და მასში მონაწილეობას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მიიღებს თურქეთის, ლუქსემბურგის, ჩრდილოეთ კორეის, გაერთაინებული საემიროების, ჰონგ-კონგისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ეროვნული ნაკრებები მიიღებენ.

Please follow and like us:
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Author admin

More posts by admin

Leave a Reply

Enjoy this blog? Please spread the word :)