ვებგვერდი მზადების პროცესშია

ჰოკეის
ფედერაცია

კარელინის ჰეთ თრიკით - საქართველოს ნაკრების ქამბექი თურქეთთან

კარელინის ჰეთ თრიკით - საქართველოს ნაკრების ქამბექი თურქეთთან

სოფიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის IIB დივიზიონში საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მე-3 შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა - თურქეთი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.


გადამწყვეტი შაიბა ბოლო პერიოდის მე-5 წუთზე ივან კარელინმა ოლივერ ობოლგოგიანის პასით გაიტანა. სხვათა შორის, ფინეთში მოთამაშე ობოლგოგიანმა ამ მატჩის სამივე შაიბაში დაიდო წილი (3 ასისტი). აღსანიშნავია, რომ მე-2 პერიოდის მე-12 წუთამდე საქართველოს ნაკრები 0:2 მარცხდება, შემდეგ კარელინმა ჰეთ თრიკი შეასრულა.


საქართველოს ნაკრებს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. დღეს ლიდერები ბელგია და ახალი ზელანდია, შესაბამისად, ტაივანსა და ბულგარეთს ხვდებიან.


27 აპრილს მორიგი მეტოქე ტაივანია. ტურნირის გამარჯვებული IIA დივიზიონში გადადის, ხოლო ბოლოადგილოსანი IIIA დივიზიონში ვარდება.

 

 

წყარო: europop.ge