მძლეთამძლე შვეიცარია პირველი ოქროსკენ გაიწევს

  • 2019-03-07 16:10:50
დღეს, 20 მაისს, ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს შვედეთი და შვეიცარია დაუპირისპირდებიან. ფავორიტად შვედეთი მოიაზრება, რომელიც ამ ტურნირზე უკვე დაღვინებულია. ეს უკანასკნელი 76-ჯერ მოხვდა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე. მოპოვებული კი 46 მედალი აქვს. აქედან: 10 ოქრო, 19 ვერცხლი და 17 ბრინჯაო. 2018 წლის მსოფლიოზე შვედეთი ერთადერთი გუნდია, რომელიც არ დამარცხებულა. მათ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მეოთხედფინალში ლატვიას 3:2 სძლიეს, ხოლო ფინალში ცალი ხელით გავიდნენ. გუნდმა აშშ 6:0 გაანადგურა. საუკეთესო მექულე რიკარდ რაკელია – 14 ქულა (6 გოლი, 8 პასი). რაც შეეხება შვეიცარიას. მსოფლიოზე 52-ჯერ იასპარეზა. ოქროს მედალი კი არ მოუპოვებია. მათ აქტივში 2 ვერცხლი და 10 ბრინჯაოა. ისინი ჯგუფში 4 მოგებითა და 3 მარცხით, მე-4 პოზიციაზე გავიდნენ. მეოთხედფინალში, მოულოდნელად, ფინეთი დაამარცხეს – 3:2. უფრო მოულოდნელი კი რეკორდსმენი კანადის გამოგდება იყო. შვეიცარიამ მათაც 3:2 მოუგო. გუნდში სამი ჰოკეისტია, რომელთაც ყველაზე მეტი, 8 ქულა აქვთ. ესენია: ანდრიგეტო, ნიედერიტერი და ენცო კორვი. ეს უკანასკნელი შედარებით მეტი გოლით გამოირჩევა. ორივე გუნდი ერთ ჯგუფში იყო. უხვშაიბიან შეხვედრაში შვედეთმა 5:3 იმარჯვა. საერთო ჯამში, ერთმანეთს 21-ჯერ შეხვდნენ. 15 მოგება შვედეთის მხარესაა, 2-ჯერ შვეიცარიამ იმარჯვა, ფრედ კი 4 შეხვედრა დასრულდა. 2013 წელს ისინი ამავე ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. შვეიცარია 1:5 განადგურდა. ფინალში შვედეთს ელიას პეტერსონი და ერიკ გუსტაფსონი არ ეყოლება. ორივე მათგანს თითზე აქვს პრობლემა. შეხვედრა კოპენჰაგენში, როიალ არენაზე გაიმართება და 22:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები