About Federationფედერაციის შესახებ

Georgian Ice Hockey National Federation was founded in 2004. This is the 3rd attempt of development of Ice Hockey in Georgia. First and second attempts were made during the Soviet Union. First, in 1960, and then, in 1980 the group of enthusiastic persons gave a try to introduce Ice Hockey in sunny, southern Soviet country, Georgia. Due to various negative factors the quick development by then was impossible.

From May 8, 2009 Georgian Ice Hockey National Federation became the member of IIHF. In 2012 the Georgian National Team was allowed to play IIHF WM III Division qualification games, held in Abu Dhabi, UAE.

First Georgian Championship was held in 2008. Four teams have participated and it gave a push to developing of Ice Hockey in Georgia. Since then the number of playing Ice hockey in Georgia increases and has reached over 270 players where more than 170 are young players.

Today, in Georgia, we have two standard size and two small size ice rinks. Bakuriani and Batumi ice rinks have hosted international tournaments. First international tournament was held in Bakuriani in 2009 and, along with Georgian clubs, Armenian National Team has participated. One year later, sea-side town Batumi has hosted “Batumi Cup” where Georgian clubs, Armenian National Team and Ukrainian Club “Sokol” have participated.

Georgian clubs and adult and youth national teams have participated in tournaments such as international tournament in Dnepropetrovsk, Ukraine – “Dneprotechservice Cup”, as well as, tournaments in Erzurum, Turkey.

Georgian Ice Hockey National Federation actively participates in IIHF organized trainings, workshops, seminars, symposiums, camps, etc. The implementation of ice hockey development program is on its active phase. GIHNF has also participated in IIHF Equipment program and has received various equipment to support children starting to play ice hockey in Tbilisi and regions.საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა. საქართველოში სპორტის ამ სახეობის აღორძინების მესამე მცდელობაა. პირველი და მეორე მცდელობა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდს დაემთხვა. ჯერ 1960 და შემდეგ 1980 წელს ენთუზიასტებმა საფუძველი ჩაუყარეს სპორტის ამ სახეობის ჩამოყალიბებას, თუმცა სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო იმ წლებში მხოლოდ ეპიზოდურ განვითარებას ქონდა ადგილი.

2009 წლის 8 მაისიდან საქართველო ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წევრია, 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შესარჩევ ეტაპზე.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი 2008 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო. ეს იყო ერთგვარი ბიძიგი, რის შემდეგაც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთა რაოდენობა განუხრელად იზრდება და დღეისათვის 270 მოთამაშეს გადააჭარბა, საიდანაც 170-ზე მეტი მოზარდია.

დღეისათვის საქართველოში ორი სტანდარტული და ორი მომცრო ზომის მოედანი ფუნქციონირებს. ბაკურიანის და ბათუმის სტანდარტულ მოედნებს არაერთგზის უმასპინძლია საერთაშორისო ტურნირებისთვის. პირველი საერთაშორისო ტურნირი 2009 წელს, ბაკურიანში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო. ერთი წლით გვიან კი „ბათუმის თასზე“ სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „სოკოლი“ იღებდა მონაწილეობას.

ქართული კლუბები და საქართელოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრეები მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო ტურნირებში, როგორიცაა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში ყოველწლიური ტრადიციული ტურნირი „დნეპროტეხსერვისის თასზე“, ასევე თურქეთში, ქალაქ ერზერუმში გამართული ტურნირები და ა.შ.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია ჩართულია მსოფლიო ფედერაციის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ამ მიზნით, ქართველი მწვრთვნელები, მსაჯები, კლუბების მენეჯერები, ახალგაზრდა მოთამაშეები მონაწილეობას იღებენ მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში, სიმპოზიუმებში, სამწვრთვნელო შეკრებებზე და ა.შ.